ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩვილია
სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოკუპანტებმა ოდესაში 5 ადამიანი მოკლეს, მათ შორის არის სამი თვის ჩვილი, კიდევ 18 უკრაინელი დაიჭრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
„5 მოკლული და 18 დაჭრილია. მათი რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება. მოკლულთა შორის არის 3 თვის ბავშვი“, – ამბობს ანდრეი ერმაკი.
როგორც ადგილობრივი გამოცემა იტყობინება, რაკეტა მრავალსართულიან სახლს 3-4 სართულებს შეეჯახა და შიგნით ჩარჩა. წინასწარი ინფორმაციით, რაკეტის საბრძოლო ნაწილი არ აფეთქებულა.