ნიკა მელია – ნოდარ მელაძეს: ჩემს სამოქმედო გეგმას წინასწარ არ ვუთანხმებ არცერთ მედიას და არც შენ, ნოდარ

“Nodar Meladze როგორც მედიას აქვს კრიტიკის უფლება, ასევე, ყველას გვაქვს ამ კრიტიკაზე რეაგირების უფლება, თუ მას უსამართლოდ ჩავთვლით”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა და “ტვ პირველი გააკრიტიკა.

“სიტყვის თავისუფლება და მორალური კრიტერიუმები არის ის, რომელზეც შეიძლება,  ვერასდროს შევთანხმდეთ, მაგრამ თუ არ ვიდავებთ, არ ვიქნებით საზოგადოება.

ჩემს დღის წესრიგს, პოლიტიკურ დღის წესრიგს და სამოქმედო გეგმას წინასწარ არ ვუთანხმებ არცერთ მედიას და არც შენ, ნოდარ – ასე ვიქცეოდი მუდამ, ასე ვთქვი გუშინ და ასე იქნება, სანამ პოლიტიკაში ვარ და აქ არაფერია გასაკვირი და საწყენი.

კონტექსტი ლაივში იყო, არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, დამახინჯების მცდელობა წინასწარ განწირული ქმედებაა

მე ვარ გულწრფელობის მომხრე, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ისე პოლიტიკაში.

მედიასთან თანამშრომლობაზე არასდროს მითქვამს უარი, არც არასდროს ვიტყვი და კრიტიკულ კითხვებსაც ყოველთვის ვუპასუხებ

განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან, მიუხედავად მათი პროფესიული კუთვნილებისა, ყოველთვის მზად ვარ და ვიქნები დისკუსიისთვის”, – დაწერა ნიკა მელიამ.

საპასუხოდ, ნოდარ მელაძემ შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: “კი, ასეა ნიკა, ყველაფერი არ უნდა იკადროთ!

საინტერესოა, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლზე? მედია აშუქებს ამბავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ამბის გაშუქება მედიის მოვალეობაა, ჟურნალისტების მოტყუება ცუდია.

მედია, როდის, ვის და რა კითხვას დაუსვამს ეს ჟურნალისტის გადასაწყვეტია. მედია როდის და რა თემას გააშუქებს ამასაც ჟურნალისტები წყვეტენ.

მედიის კონტროლის განზრახვას ცენზურა ჰქვია. ცენზურა – ცუდია, თავისუფალი მედია – კარგი.

მედია სარკეა, ასახავს რეალობას და აჩვენებს პოლიტიკოსების რეალურ სახეს, თუ სარკეში თავი არ მოგწონთ სარკის ბრალი არ არის. ის გაჩვენებთ ისეთებს, როგორებიც ხართ, ასეა ტელევიზიაც აირეკლავს რეალობას რომელიც ჩვენს გარშემო ხდება.

ჯამი ჭურჭელია, თეთრი თეთრი, შავი შავი. კითხვა პასუხს მოითხოვს, უპასუხო კითხვა გაქცევას ნიშნავს.

თავისუფალი მედია თავისუფალია ყველასგან, კრიტიკული მედია კრიტიკულია ყველას მიმართ.

ვალდებულებები უმძიმეს, თავისუფლება ათავისუფლებს”.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები