“რუსულ გაზზე სანქციები უკრაინაში ომს დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას დაასახიჩრებს” – ედგარ რინკევიჩი
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს უჭერს.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ედგარ რინკევიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, სანქციები უკრაინაში ომს დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას და სამხედრო მანქანას დაასახიჩრებს.
„რუსული გაზისა და ნავთობის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში რუსეთის აგრესიას დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას და სამხედრო მანქანას დაასახიჩრებს. ევროპა არ დააფინანსებს რუსეთს და არ მისცემს მას უდანაშაულო უკრაინელების მოკვლის უფლებას. სანქციების შემდეგ პაკეტზე გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მივიღოთ”, – დაწერა დიპლომატმა.
ამასთან, Spiegel-თან საუბარში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ “რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს”.