ალიევი – “სომხეთი დავაჩოქეთ და ის იძულებული გახდა, კაპიტულაციის აქტისთვის მოეწერა ხელი”
“ჩვენი მიწიდან მტერი სულ რაღაც 44 დღეში განვდევნეთ. სომხეთმა ჩვენ წინაშე დაიჩოქა, თავი დახარა, იძულებული გახდა – კაპიტულაციის აქტისთვის მოეწერა ხელი, დახმარება ითხოვა და ახლაც ასეთ მდგომარეობაშია. არ დარჩა არცერთი კარი, სადაც არ დააკაკუნა სიტყვებით:”აზერბაიჯანი გვემუქრება, აზერბაიჯანს ჩვენი გაგუდვა სურს”,- განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევამა შუშაში მსოფლიო აზერბაიჯანელთა მე-5 კონგრესზე გამოსვლისას.
ალიევი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ თავისი მოვალეობა შეასრულა.
„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია უცხო ტერიტორიებზე და არც არასდროს გვქონია. მაგრამ არავის მივცემთ ჩვენს მიწებს და ყარაბაღის მეორე ომმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.