აზერბაიჯანში პირბადის ტარების რეჟიმი უქმდება
აზერბაიჯანში პირველი მაისიდან პირბადის ტარების რეჟიმი უქმდება.
ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში განაცხადეს.
ამასთან, ქვეყანაში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა.
აღინიშნება, რომ პირბადის გამოყენება საერთაშორისო აეროპორტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღარ არის სავალდებულო, მაგრამ რეკომენდებულია.
ამჟამად, აზერბაიჯანში შესასვლელად საჭიროა ვაქცინაციის მოწმობა ან გადატანილი დაავადების მოწმობა, წესი 18 წლამდე მოზარდებს არ ეხება.
15 აპრილიდან აზერბაიჯანში საზღვარზე სავალდებულო PCR ტესტის წარდგენის მოთხოვნა გააუქმა.