ზურაბ ქადაგიძე: ასე რომ ფიქრობთ, ამიტომაცაა, “ქართული ოცნება” 10 წელია, მშრალი ანგარიშით გიგებთ

ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ასე რომ ფიქრობთ, ამიტომაცაა, “ქართული ოცნება” 10 წელია, მშრალი ანგარიშით გიგებთ…

ისე, როგორი უტიფრები არიან, რომ მოქალაქეებზე საუბრობენ, აი, იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც 9 არჩევნებში “ქართულ ოცნებას” გამოუცხადეს ნდობა და ,,ნაცმოძრაობას,, პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩინეს ადგილი…

არა, ბატონო ლევან, ეს იყო ნამდვილად “ქართული ოცნება” და თქვენ იყავით “ნაციონალური ფიასკო”, რომელიც წლებია, წაგების ფორმულად იქეცით…”, – წერს ქადაგიძე.

ცნობისთვის, ლევან ბეჟაშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნების 10 წლის იუბილეს გამოეხმაურა და განაცხადა: “ყველა ოცნება, იმედი, რომელიც უკავშირდებოდა ახალ ხელისუფლებას, ყველა დაპირება, რომელიც გაცემული იყო, პრაქტიკულად, შეუსრულებელია. “ქართული ოცნების” 10-წლიანი მმართველობის ყველაზე ზუსტი არბიტრი იქნება საქართველოს მოქალაქე – ეს იყო არა “ქართული ოცნება”, არამედ – ქართული ფიასკო”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები