რუსეთი ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვას საკონსულოებს ხურავს

რუსეთი ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვას საკონსულოებს ხურავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიზეზი კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა.

უწყების ცნობით, აღნიშნული საკონსულოები გაუქმდება სანქტ-პეტერბურგსა და ფსკოვში.

დახურული საკონსულოების ყველა თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, რომლებმაც რუსეთის ტერიტორია განსაზღვრულ ვადებში უნდა დატოვონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები