მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა – Binance რუსეთში მცხოვრებლებისთვის შეზღუდვებს აწესებს

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა -Binance რუსეთში მცხოვრებლებისთვის შეზღუდვებს აწესებს, – ამის შესახებ უკრაინის ფინანსური ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფიოდოროვმა Binance-ის განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება მათ, ვინც რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ამასთან, შეზღუდვა არ ეხება მათაც, ვინც რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ მისი აქტივების ოდენობა არ აღემატება 10 000 ევროს.

Binance აცხადებს, რომ შეზღუდვა შემოღებულია ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის მიხედვით.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა სხვა მსხვილი ბირჟის მუშაობის პრინციპი სანქციების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უნდა შეესაბამებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები