აშშ-მა რუსეთისა და ბელარუსის 655 ოფიციალურ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

აშშ-მა რუსეთისა და ბელარუსის 655 ოფიციალურ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში წერს.

„აშშ გმობს რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეს. საპასუხოდ და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები 655 რუს და ბელარუსელ თანამდებობის პირს, მარიონეტულ ორგანოებსა და სხვა პირებს“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები