უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთიდან, არც ერთი პროექტი არ მიუღია.
„ევროპეისკა პრავდას“ ჟურნალისტის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება „არათუ არ უნახავს, არამედ დარწმუნებულია, რომ ის არც არსებობს“.