აჭარაში სტიუარდინგის ტრენინგები ჩატარდა
აჭარაში სტიუარდინგის მიმართულებით სასტუმროების კვებისა და სასმელების სამსახურების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სტუარდებსა და შეფ სტუარდებზე გათვლილი მოკლევადიანი ტრენინგისას მონაწილეები სამზარეულოს დასუფთავების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის მოვლა-დასუფთავების სტანდარტებს გაეცნენ.
მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტუარდინგის თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგს ორგანიზება პირველად გაუწია.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, მასტერკლასებს, სემინარებსა და ვორქშოპებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. ის რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებზე, გიდებზე, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებზეა გათვლილი. დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა უფასოა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.