გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპების თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს.
გორის მერიის ინფორმაციით, მათ სისხლი უანგაროდ გაიღეს, რითაც თანადგომა იმ ადამიანების მიმართ გამოხატეს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ.
ჩაბარებული სისხლი საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში გაიგზავნება.
„აქცია, რომელშიც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ორგანიზაცია “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა” ჩაატარა.
გორის მერია მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ერთად, საჭირო სისხლის მარაგის შექმნის მიზნით, მსგავს აქციებში ეტაპობრივად იღებს მონაწილეობას. თითოეული ჩვენგანის მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.