თაკო ჩარკვიანი: აი ახლა, ამ წამს ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გავიდეთ რუსთაველზე და აღარ გამოვიდეთ
“მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც გადაიტანა 2008 წელი, ვალდებულები ვართ, რომ არ მოვაკვლევინოთ. მოდით, გავაკეთოთ შეკრება რუსთაველზე სააკაშვილის არსიკვდილისთვის”, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
“აი ახლა, ამ წამს ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე და აღარ გამოვიდეთ. მახსოვს ღლიცინი ლეიბებზე, რა ვიცი, პოლონეთში დრამატული თეატრის წინ რომ დააგეს ლეიბები – ვფიქრობ, ძალიან პატრიოტულად გააკეთეს. არ მგონია, ნაკლები პატრიოტები ვიყოთ. სულ ამბობენ, მიშასთვის აქცია ხომ არ უნდა იყოსო, ეს ნარატივი, მისმა მტერმა შემოაგდო, აბა, ვისთვის უნდა იყოს? მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც გადაიტანა 2008 წელი, ვალდებულები ვართ, რომ არ მოვაკვლევინოთ. მოდით, გავაკეთოთ შეკრება რუსთაველზე სააკაშვილის არსიკვდილისთვის. მგონი, ამას მიშას მომხრეებიც რომ არ ჰქვიათ, ისინიც მოაწერენ ხელს. ნურავინ ნურავის ელოდებით“, – განაცხადა ჩარკვიანმა.