„მე მხოლოდ მომხრე ვიყავი, 2008 წლის ომიდან გამომდინარე, ყველა ფაქტი როგორც დანაშაული, ისე შეფასდეს“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გაეროს დასკვნას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ანგარიშს დადებითად აფასებს. მისი თქმით, ის მხოლოდ მომხრე იყავო, რომ 2008 წლის ომიდან გამომდინარე, შესაძლო დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო.
„გაეროს ანგარიშში საკმაოდ ბევრი საქმე და მონაცემებია. მე მხოლოდ მომხრე ვიყავი, 2008 წლის ომიდან გამომდინარე ყველა ფაქტი, როგორც დანაშაული, ისე შეფასდეს, უნდა იყოს გამოძიებული, მიუხედავად იმისა, ვისთან შეიძლება მიგვიყვანოს ამან. აქ, რა თქმა უნდა, მაღალი დონის ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, ვისაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენასთან“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები