232 ახალი კოვიდინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი – 20 აპრილის კოვიდსტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 232 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 653 692-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.32% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.20%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა – 13, იმერეთი – 39, ქვემო ქართლი – 7, შიდა ქართლი – 14, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 11, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 281 საიდანაც, 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 189, აჭარაში – 13, იმერეთში – 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 პირი, მათ შორის, თბილისში – 47, აჭარაში – 7, იმერეთში – 6. 1 944 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები