არჩილ თალაკვაძე: თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში დამარცხდებიან

“რადიკალური ოპოზიცია ძალიან ნერვიულობს ამ დღეებში, რადგან დღის წესრიგში საკითხები აღარ დარჩათ, რომელზეც ხმამაღლა და პათეტიკურად შეუძლიათ ისაუბრონ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

თალაკვაძის თქმითვე, რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, რაც უკვე საჯაროდაც ნათელია.

“რადიკალური ოპოზიცია ძალიან ნერვიულობს ამ დღეებში, რადგან დღის წესრიგში საკითხები აღარ დარჩათ, რომელზეც ხმამაღლა და პათეტიკურად შეუძლიათ ისაუბრონ, ამიტომ ცდილობენ, მოიფიქრონ საკითხები, რითაც საინფორმაციო ზედაპირზე დარჩებიან. ამის გარდა, შიგნით სერიოზული დაძაბულობაა, რაც საჯაროდ ჩანს უკვე. როგორც ჩანს, ფანჩატურის და ქოლგის იდეა ჩავარდა და ახალ ფორმატებზე ფიქრი სჭირდებათ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მოკლედ გიპასუხებთ, თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, როგორითაც ახლა მუშაობენ, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი არ ექნებათ დასრულებული, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები