დავით უსუფაშვილი: მივმართავ საქართველოს მთავრობას, ზუსტად გამოაქვეყნოს ის შეზღუდვები, რაც 24 თებერვლის შემდეგ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ

“ლელოს“ წევრი, დავით უსუფაშვილი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ 24 თებერვლის შემდეგ ამოქმედებული შეზღუდვების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.

“საქართველო მიერთებულია საერთაშორისო სანქციებზე ფინანსურ სფეროში, საბანკო სფეროში, რეექსპორტის არ დაშვების სფეროში. მივმართავ საქართველოს მთავრობას, ზუსტად გამოაქვეყნოს ის შეზღუდვები, რაც 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველოს თურმე შეუძლია, ყოველგვარი ზიანის და თვითდაზიანების გარეშე, რაიმე საფრთხეების შექმნის გარეშე, ჩაერთოს იმ პროცესში, რაშიც ჩართულია დემოკრატიული სამყარო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები