პარლამენტმა რიგგარეშე სხდომების ფორმატში მუშაობა დაასრულა
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომების ფორმატში მუშაობა დაასრულა. დეპუტატები საშემოდგომო სესიაზე 2 სექტემბერს შეიკრიბებიან.
რიგგარეშე სესიის ბოლო დღეს კანონმდებლებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონდმებლო ინიციატივა მესამე მოსმენით დაამტკიცეს, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებული დადგენილება მიიღეს.
სხდომის ბოლოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.