საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან კიდევ 161 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1 653 460 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1 634 474 ადამიანი, ხოლო 16 794 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები