უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზუმის მახლობლად რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზუმის მახლობლად რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა აღნიშნა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იზუმის მახლობლად რუსი სამხედროების არაერთი შენაერთი აღმოაჩინეს და, ინტენსიური ბრძოლის შედეგად, რამდენიმე ადგილი გაათავისუფლეს.
მისივე თქმით, რუსი სამხედროების გარკვეული რაოდენობა კვლავ რჩება ირპენის მახლობლად, რადგან ისინი შეეცდებიან აღმოსავლეთიდან შტურმს.
”უკრაინას სჭირდება დამატებითი საარტილერიო და ჯავშანტექნიკა”, – ამბობს მოტუზიანიკი.