შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობის“ პოლიტიკა ფარსია

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არის ფარსი”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ემსახურებოდა უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ მარტო წასვლა.

პაპუაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ყველა თემას ძალაუფლების დაბრუნების მიზნით იყენებს.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არის ფარსი. მათი საჯარო დამოკიდებულება ფარსია, რასაც გვაჩვენებენ საქართველოსთან, უკრაინასთან, პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან, სიცოცხლესა და სიკვდილთან. სინამდვილეში, ეს ინსტრუმენტებია, რათა თავის მთავარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ. ეს არის დაიბრუნონ ძალაუფლება. ყველაფერი ამას ემსახურება. ყველა მიზეზი მათთვის კარგია. თუ დასჭირდებათ ისაუბრებენ პატრიოტიზმზე, თუ დასჭირდებათ, ისაუბრებენ, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ დასჭირდებათ იტყვიან, რომ არა, პირიქით. ეს ყველაფერი ფარსია და პატრიოტიზმის იმიტაცია, ემპათიის, თითქოს ადამიანის სიცოცხლეზე, ან სიკვდილზე ზრუნვის. ვხედავთ, რომ ნებისმიერ ასეთ თემას პოლიტიკურად იყენებენ ერთი მიზნით, დაიბრუნონ ის ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ და ჩამოართვა ხალხმა“, – აცხადებს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები