კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 42 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 იმერეთში გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარა – ხუთი, იმერეთი – შვიდი, ქვემო ქართლი -0, შიდა ქართლი – ერთი, გურია – ოთხი, სამეგრელო – ზემო სვანეთი – რვა, კახეთი – ოთხი, მცხეთა-მთიანეთი -ორი, სამცხე-ჯავახეთი – ერთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 986 საიდანაც, 347 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 191, აჭარაში – 19, იმერეთში – 80.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 75 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12, იმერეთში – 5. 1 639 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 653 118 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 1 634 313 პაციენტი, ხოლო დაავადებას 16 793 პირი ემსხვერპლა.