გურამ მაჭარაშვილი: საპარლამენტო დელეგაციამ საქართველო-უკრაინის ხალხთა და ხელისუფლებებს შორის ახალ ურთიერთობებს დასაბამი დაუდო
საპარლამენტო დელეგაციამ საქართველო-უკრაინის ხალხთა და ხელისუფლებებს შორის ახალ ურთიერთობებს დასაბამი დაუდო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ახალ ეტაპზე საქართველო და უკრაინა, როგორც ყოველთვის, მეგობრული სახელმწიფოები იქნებიან.
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება ის ეტაპი, დასაწყისი, როდესაც საქართველო და უკრაინა, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნებიან მეგობრული სახელმწიფოები”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა. დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.