შალვა პაპუაშვილი – სტეფანჩუკზე: შევთანხმდით იმაზე, რომ თუკი იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ ყოვლისა, ინფორმაცია ერთმანეთთან მოვიკითხოთ და გადავამოწმოთ

საქართველომ, რომელმაც 90-იან წლებში ორი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი იყო ჩართული, ასევე 2008 წლის ომი, ჩვენს მიმართ პრეტენზიები და ეჭვები, რომ რუსეთთან შეიძლება იყოს რაღაც ბალანსი, დათმობა ან გვერდითი მოლაპარაკებები, რაც სამწუხაროდ, გვესმოდა, რა თქმა უნდა, ამის მიმართ მგრძნობიარეები ვართ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გასაგებიცაა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, რომ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ, საქართველო, ვართ განსაკუთრებით მგრძნობიარე, თუკი არის გარკვეული პრეტენზიები, თუკი განსაკუთრებით ეს ეხება რუსეთთან საქართველოს მიმართებას. საქართველომ, რომელმაც 90-იან წლებში ორი ომი გამოიარა, სადაც რუსეთი იყო ჩართული, ასევე 2008 წლის ომი, ჩვენს მიმართ პრეტენზიები და ეჭვები, რომ რუსეთთან შეიძლება იყოს რაღაც ბალანსი, დათმობა ან გვერდითი მოლაპარაკებები, რაც სამწუხაროდ, გვესმოდა, რა თქმა უნდა, ამის მიმართ მგრძნობიარეები ვართ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს გასაგებიცაა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, რომ ჩვენ სხვა ქვეყანა ვართ. სხვა მდგომარეობაში მყოფი და მათ შორის, გამომდინარე განგრძობითი ოკუპაციის გამო, რომელშიც საქართველო რუსეთის მხრიდან იმყოფება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიმართ რაიმე ასეთი უსაფუძვლო ეჭვის წამოყენებას უნდა უძღოდეს რაღაც ინფორმაცია.

ზოგადად, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის პრობლემაა და განსაკუთრებით კრიზისულ მომენტებში დეზინფორმაცია თავის როლს თამაშობს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, პირდაპირი კონტაქტი ჩვენს შორის. სამწუხაროდ, მე ჩემს კოლეგას მანამდე არ ვიცნობდი და ასე დისტანციურად მოგვიწია გაცნობა. თავიდანვე თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გავერკვიეთ ყველა საკითხში. შევთანხმდით იმაზე, რომ თუკი იქნება რაიმე თემები და საკითხები, პირველ ყოვლისა, ინფორმაცია ერთმანეთთან მოვიკითხოთ და გადავამოწმოთ და აქედან გამოვიტანოთ შემდეგ დასკვნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები