საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა.
უკრაინაში, დელეგაციამ რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან შეხვედრა გამართა. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა უკრაინის ქალაქები – ბუჩა და ირპენი მოინახულეს.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.