გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყობა

 

გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, გმირი კურსანტების N14-16-18 კორპუსების მოსახლეობას შეხვდა, სკვერის პროექტი გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“ასევე, მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობა თავის მხრივ, პროექტის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, სკვერის მოვლა-პატრონობაში ჩაერთვება.

ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენები ყრია, რასაც გაიტანენ და დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი მემორანდუმების მიზანი, გამგეობის მიერ დაგეგმილ პროექტებში მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა. მემორანდუმი ასევე, ემსახურება ცნობიერების ამაღლებას, ვანდალიზმის ფაქტების შემცირებასა და ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის მხრიდან რეკრეაციული სივრცეების მოვლა-პატრონობაში ჩართულობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

,

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები