არჩილ თალაკვაძე: ჩამოვედით უკრაინაში, მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ამ მძიმე წუთებში სრულად ვიზიარებთ მწუხარებას, სრულად ვიზიარებთ იმ ტრაგედიას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაატყდათ თავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ და ეს არის სწორედ ის კვალი, რასაც რუსეთის ფედერაცია ტოვებს ომისა და იმ მილიტარისტული რიტორიკის და აგრესიის შემდეგ, რომელიც უცხო არ არის საქართველოსთვისაც.

საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა და უკრაინას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების უფლება და გარანტიები მომავალში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები