პაპუაშვილი: უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინელ კოლეგასთან, რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს გმირ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და გავიზიაროთ ტკივილი. უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები