რადას თავმჯდომარე: მადლობა საქართველოს უკრაინის სასარგებლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის მიცემისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის

მადლობას ვუხდი ქართველ და-ძმებს მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერისათვის და საქართველოში მყოფი უკრაინელების მზრუნველობისთვის, – ამის შესახებ რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის რადას თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და მწუხარება გამოთქვა უკრაინაში თითოეული ქართველი მოხალისის გარდაცვალების გამო.

„შეხვედრაზე ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და დღის წესრიგში არსებული საკითხები განვიხილეთ. ამასთან, მადლობას ვუხდი ქართველ და-ძმებს მათ მიერ გამოხატული მხარდაჭერისათვის და საქართველოში მყოფი უკრაინელების მზრუნველობისთვის.

მადლობა საქართველოს უკრაინის სასარგებლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის მიცემისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ სანქციების პოლიტიკაზე და ვიწვევთ საქართველოს, რომ მსოფლიოს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შემოუერთდეს.

გადავეცით ჩვენი ღრმა მწუხარება იმ თითოეული ქართველი მოხალისის გარდაცვალების გამო, რომელიც ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ქართველ კოლეგას უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხების შემდეგ მომავალზეც ვესაუბრე. მომავალზე, რომელიც ჩვენს საერთო ევროპულ ინტეგრაციას ეხება“, – განაცხადა უკრაინის რადას თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები