უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი რუსთავში სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი რუსთავში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
49 წლის ქართველი გმირი რუსულ აგრესიას ქალაქ იზიუმში ემსხვერპლა. ის ყველა ომის ვეტერანია და უკრაინაში წასვლამდე შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა.
მენაბდიშვილთან ერთად დაიღუპა 21 წლის ნიკა შანავა. მას სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დღეს უკრაინაში. რუბეჟნოეს ოლქში დაიღუპა კიდევ ერთი, მეშვიდე ქართველი ჯარისკაცი, 1 კი დაიჭრა.