შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკვე კიევშია.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დღის წესრიგი დატვირთული იქნება. შალვა პაპუაშვილი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება.
აღნიშნულის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებულ ბუჩასა და ირპენში ჩავლენ. ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ასევე, სამძიმარს გამოთქვამენ დაღუპულების გამო.