ლევან დავითაშვილი: აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება ძირითად საკითხებზე, რომელიც ეხება სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდას

აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული გვაქვს შეთანხმება ძირითად საკითხებზე, რომელიც ეხება სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდას. გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით გვექნება ასევე პროგრესი, გვექნება ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც უკავშირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც გაზრდის შუა კორიდორის კონკურენტუნარიანობას, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, აგრეთვე მთავრობის წარმომადგენლებს. ლევან დავითაშვილმა მაღალი დონის შეხვედრების დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისთვის, რომ მაღალი დონის კოორდინაციით უზრუნველყოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები