ილია დარჩიაშვილი – დმიტრო კულებასთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოვხატე უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა, ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად მუშაობას გავაგრძელებთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარს Twitter-ზე ეხმაურება.

როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი.

„მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ამ უკიდურესად რთულ დროს კიდევ ერთხელ გამოვხატე უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა. ჩვენს ერებს შორის მეგობრობის გასაძლიერებლად მუშაობას გავაგრძელებთ“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები