შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ უკრაინაში სოლიდარობის გამოცხადებისთვის მივდივართ

ზოგადად გვესმის, მათ შორის, საჯარო განცხადებებიდან, როგორი განწყობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მათ თავი გაიმიჯნეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციიდან. ისინი ცდილობდნენ, თავიდან საერთოდ ჩაეშალათ ვიზიტში ოპოზიციის მონაწილეობა, ულტიმატუმის დაყენებით, ყველა ან არავინ, როდესაც შევთავაზეთ ყველა წამოსულიყო, მაშინ გადათქვეს და თქვეს, რომ უკვე აღარ იქნებიან ამ დელეგაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ უკრაინაში ვიზიტისას უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ ჩვენ მივდივართ, რათა ჩვენს მეგობრებს გვერდით დავუდგეთ, მათ გამოვუცხადოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის სახელით. ეს არ არის პარტიული ვიზიტი და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიმიჯნა პარლამენტისგან. ეს არის სოლიდარობის გამოცხადება ქართველი ხალხის სახელით. საჯარო განცხადებებში იყო საუბარი, რომ მათი განწყობა როგორია ამ ვიზიტთან დაკავშირებით, გვესმოდა იქ მყოფი მათი წარმომადგენლების მხრიდან, დეტალებში არ შევალ. იქნება ძალიან თბილი და მეგობრული ვიზიტი, ჩვენ იქ ძალიან გველოდებიან, უხარიათ, რომ ეს დელეგაცია ჩადის, რომ არის ინტერპარტიული დელეგაცია და ჩვენ სწორედ ამ ემოციის გამოსახატად ჩავდივართ. უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფილი იქნება, ამ კუთხით არაფერი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და სწორედ ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ჩასვლაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები