შალვა პაპუაშვილი: კითხვარი ხომ გამოქვეყნდება, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დაჯდეს და შეავსოს – რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით

ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება, და მერე ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ კითხვარზე, დაჯდეს და შეავსოს, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გასაჯაროების გადაწყვეტილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მე მექნება ერთადერთი შეთავაზება, ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება და მერე, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა ამ კითხვარზე, დაჯდეს და შეავსოს და გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით. კითხვარი ხომ იქნება და შეუძლიათ, თავადვე პასუხები დაწერონ”, – თქვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები