გია ვოლსკი: გასაჯაროვდება თუ არა კითხვარი, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დესტრუქციული საქმიანობა არ მოიშლება

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის გასაჯაროების მიუხედავად, “ნაციონალურ მოძრაობა” დესტრუქციულ საქმიანობას მაინც არ მოიშლის.

მისივე თქმით, დღემდე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ერთადერთი ძალისხმევა, რაც იხილა, იყო ინტენსიური მუშაობა, რომ საქართველოს არ მიეღო ასოცირების შეთანხმება და უვიზო რეჟიმი.

„ერთადერთი ძალისხმევა, რაც დღემდე ვიხილე, ეს არის ინტენსიური, გამალებული და გააფთრებული მუშაობა, რათა ასოცირების შეთანხმება არ მიეღო საქართველოს. ასეთივე არანაკლები ინტენსივობით მუშაობს, რათა უვიზო რეჟიმი არ მიეღო. ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არ მიეღო საქართველოს. ამასთან დაკავშირებით ნამდვილად იყო ინტენსიური მცდელობა და დარწმუნებული ვარ, გასაჯაროვდება თუ არა ეს კითხვარი, თუ უკვე გასაჯაროებული არ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დესტრუქციული საქმიანობა არ მოიშლება. დელეგაციაში არმონაწილეობა, შესაძლო პროვოკაციის დაგეგმვაში მათი მონაწილეობა, ბაკურიანში რევოლუციური გეგმების დასახვა არის, რაც ჩვენი ოპონენტების დიდ ნაწილს გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები