ჰერმან საბო: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას გვეკითხება ევროპა და უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას პასუხობს „ქართული ოცნება“

ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას გვეკითხება ევროპა, რა აინტერესებთ ჩვენ შესახებ და უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას პასუხობს „ქართული ოცნება“ ამა თუ იმ კითხვაზე, – ამის შესახებ დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა, რითაც ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის გასაჯაროების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის გაცემის პროცესში ოპოზიცია და საზოგადოება იყოს ჩართული.

„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას გვეკითხება ევროპა, რა აინტერესებთ ჩვენ შესახებ და უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას პასუხობს „ქართული ოცნება“ ამა თუ იმ კითხვაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს როგორც ოპოზიცია, ისე – ქართული საზოგადოება. არ უნდა გვეშინოდეს იმ თემების, რომლებზეც იმ კითხვარში იქნება საუბარი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები