ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება

საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ძალიან სწრაფად და ეფექტურად მართავს ჩვენს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს.

“მივიჩნევთ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად და ეფექტურად მართავს ჩვენს ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებს. შესაბამისად, ჩვენ ჩატარებული და დაგეგმილი რეფორმების გეგმა გვაძლევს საფუძველს და საშუალებას, რომ მოვამზადოთ აღნიშნული კითხვარი და გადავაგზავნოთ ევროპელ პარტნიორებთან.

რაც შეეხება გასაჯაროებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რაც შეიძლება მალე დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, – განაცხადა მინისტრმა”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები