ეკა ბესელია წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების დროულად გამოძიებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების დროულად გამოძიებას ითხოვს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ანგარიში საყურადღებო და მნიშნელოვანია.
„კარგი რეკომენდაციები აქვს გაეროს, ძალიან კარგია ეს დასკვნა. ჟენევაში ამ მოხსენების წარდგენის დროს ძალიან პოზიტიური შეფასებები მიიღო საქართველოს მთავრობამ. ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხება წინა ხელისუფლების პერიოდში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, არის გასათვალისწინებელი. ამ ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია, მაგრამ უნდა დაჩქარდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები