თეა წულუკიანი – ჩვენ ვართ ტრაგედიის პირისპირ, რადგან არ გვყავს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს

ჩვენ ვართ ტრაგედიის პირისპირ, რადგან არ გვყავს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც დაჯდება მაგიდასთან და გარკვეულ თემებზე იკამათებს და ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მინისტრი ბაკურიანში ოპოზიციის ნაწილის შეკრებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ „ქოფი ბრეიქისთვის“ დადიან სადმე, არ არის ცუდი, მაგრამ გაუგებარია, ამით რა შედეგი უნდა დადგეს.

„ის ხალხი, ვინც ჩვენ ვნახეთ, არანაირ ტრენინგს აღარ ექვემდებარებიან, მითუმეტეს რევოლუციის დარგში. თუ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება ამ გზით და ეს არის მათი გეგმა, ალბათ სხვა კანდიდატები უნდა შეარჩიონ, მაგრამ ეს კანდიდატები ამ ქვეყანაში არ არიან – ქართველ ხალხს რევოლუცია არ სურს. ქართველმა ხალხმა, როგორც იქნა, საკუთარ ბევრ შეცდომაზე ისწავლა, რომ დაპირისპირების გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა არის საშინელება, ამიტომ ჯერ ის, რომ ხალხი არ ვარგა ვინც ტრენინგს გადის და თუ მივლენ იქამდე, რომ სხვა ხალხი უნდა ეძებონ ეს ხალხი ამ ქვეყანაში არ არის, განურჩევლად ასაკისა. დღეს, არცერთ ახალგაზრდას, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მოუტანა: ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივა, მოუტანა უვიზო რეჟიმი, მშვიდობა და სტაბილურობა, არცერთი ახალგაზრდა თავისი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამას არ დათმობს გაუგებარი დაპირისპირებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები