თეა წულუკიანი – „ნაციონალური მოძრაობაზე“: დღეს მათ აღარ აქვთ არავითარი იდეა, გარდა ომისა, დაპირისპირებისა და ინფანტილური ქცევისა

დღეს მათ აღარ აქვთ არავითარი იდეა, გარდა ომისა, დაპირისპირებისა და ინფანტილური ქცევისა, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალური მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში მშვიდობა არ სურს და არეულობის მოწყობით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა.

„დღეს ჩვენი საქმე გამარტივებულია. მაგალითად, დღეს მე არ მჭირდება იმის მტკიცება, რომ ეს არის ის პარტია, რომელსაც ამ ქვეყანაში არ სურს მშვიდობა, მშიდობიანი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი წესით და ერთადერთი ქართული ოცნება, რომელიც მათ აქვთ, არის არეულობის მოწყობა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. დღეს მათ აღარ აქვთ არავითარი იდეა, გარდა ომისა, დაპირისპირებისა და ინფანტილური ქცევისა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები