ხატია წილოსანი გიორგი ბოტკოველს: კოოპერატივების განვითარების სააგენტოს სოფლის განვითარების სააგენტოსთან შერწყმა უკავშირდება კოოპერაციული მოძრაობის გაძლიერებას და არა დაკნინებას
„არასწორი ინფორმაცია გაქვთ ბატონო გიორგი იმასთან დაკავშირებით, რომ ცალმხრივად მოხდა გადაწყვეტილების მიღება და კოოპერატივების განვითარების სააგენტოს სოფლის განვითარების სააგენტოსთან შერწყმით დაკნინდა კოოპერატივების მიმართ მთავრობის მიდგომა. პირიქით, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ აღნიშნული უკავშირდება სწორედ ს კოოპერაციული მოძრაობის გაძლიერება“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატი წილოსანმა ოპოზიციონერ კოლეგას გიორგი ბოტკოველს პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას უსმენდა.
მისი განმარტებით, სოფლის განვითარების სააგენტოს ფარგლებში კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მოქცევა არ ყოფილა ცალსახად მიღებული და ეფუძნებოდეს სწორედ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ENPARD-ის პროგრამის შეფასების საფუძველზე გაკეთდა.
„რაც შეეხება 15 მილიონს, ციფრი, რომელიც იყო დასახელებული. თავდაპირველად ENPARD 1-ის ფარგლებში კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის 2 მილიონი იყო გამოყოფილი, რომელიც ფრანგული კომპანიის მიერ იქნა ათვისებული და კონკრეტულად უკავშირდებოდა სააგენტოს სტრუქტურის შექმნას და კონკრეტული რეკომენდაციების მიცემას კოოპერატივებთან დაკავშირებით. ENPARD-ს პროგრამა ისეა სტრუქტურირებული, რომ გულისხმობს, როგორც საბიუჯეტო დახმარებას ისე ე.წ. გარე აქტორების ჩართულობას და მათ მიერ ხდება გარკვეული დაფინანსების პროგრამების განხორციელება იმ რეგიონებში, რომლებიც წარმოადგენს ENPARD-ის სამიზნე რეგიონებს. სწორედ, ასე მოხდა ამ თანხის ათვისება და უფრო მეტიც, კოოპერატივების იდეის მხარდაჭერისთვის, ეს რომ არ დარჩენილიყო მხოლოდ ENPARD 1-ის პირველი ფაზის მიღწევად და მხარდაჭერილი ყოფილიყო, ENPARD 3-ც და ENPARD 4-ც გარკვეულწილად არის ასახული კოოპერატივების განვითარების მიმართულებით მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება“, – აღნიშნა ხატია წილოსანმა.