მაია ბითაძე ოთარ შამუგიას: როგორ წარმოგიდგენიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხვალ, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზაზე?

„დიდი შრომა დგას იმ ყველაფრის უკან, რასაც თქვენ აკეთებთ და უფრო მეტი შრომაა გასაწევი, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე – როგორ წარმოგიდგენიათ სამინისტრო ხვალ, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზაზე?”,- აღნიშნული კითხვით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მიმართა, რომელსაც დღეს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს.

მაია ბითაძის თქმით, უკვე მიღებულია არაერთი კანონი, თუმცა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებების მართვის, ბიო მრავალფეროვნების, წყლის დაცვისა და დიდი ავარიების მართვის სფეროში.

„ეს ყველაფერი მოითხოვს, ახლებურ ხედვებს, მათ შორის სამინისტროს შიგნით, ინსტიტუციური მოწყობის გათვალისწინებით, რომ ახალი ბიუროკრატიული მანქანები არ შევქმნათ, რაც ბიზნესს დამატებით ტვირთად დააწვება, რადგან ეს რეგულაციები პირდაპირ კავშირშია, რომ ბიზნესი გადაიარაღდეს, ბიზნესმა ახალი შედეგები დადოს, მათ შორის ახალი შესაძლებლობები იპოვოს, რასაც მწვანე ეკონომიკა ჰქვია. როგორია თქვენი ხედვა, როგორი უნდა იყოს სამინისტრო, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ძალიან რთულ გზაზე, იმისთვის, რომ გაადვილდეს წვდომა, თუნდაც იმის გაგებაზე, რა არის მწვანე ეკონომიკა, რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ზოგადად ეკონომიკამ, იგივე ნარჩენების აღდგენის, ენერგო დამოუკიდებლობის კუთხით, ბიომასის თვალსაზრისით და როგორი უნდა იყოს სამინისტრო, იმისთვის რომ მზად იყოს, მართოს, ეს ყველაფერი  – ვსაუბრობ მონაცემებზე. მონაცემები არის ერთ-ერთი მთავარი, იმისთვის რომ გეოლოგია, ჰიდროლოგია, ბიომრავალფეროვნება იყოს სწორედ მართული, იგივე ის, რომ წყლის კანონპროექტი ჩვენ მივიღოთ და შემდეგ ავამოქმედოთ, ჰაერის დაბინძურების კუთხით კუთხით ვიმოქმედოთ, ამისთვის არის, მონაცემები მთავარი, რას გეგმავთ ამ კუთხით და როგორია თქვენი ხედვა?“,- მიმართა ოთარ შამუგიას მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები