ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლები, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში გაგრძელდება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლები, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

მისი თქმით, აშშ იმ შემთხვევაში გააუქმებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, თუ იგი უკრაინასთან დიპლომატიურ შეთანხმებას მიაღწევს.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმასა და ფარგლებს მიეკუთვნება ეს დიპლომატიური შეთანხმება. ჩვენ არ ვაპირებთ გადავაბიჯოთ უკრაინელებს, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებას ეხება. თუმცა, თუ სანქციების შემსუბუქების გარკვეული ზომები ჩადებული იქნება რაიმე სანდო დიპლომატიურ გადაწყვეტაში, რომელსაც უკრაინელები ხელმძღვანელობენ, ეს არის ის, რასაც ჩვენ სიამოვნებით შევაფასებთ“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

როგორც სალივანმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ „აქტიურად არ მონაწილეობს“ მოლაპარაკებებში, უკრაინის ოფიციალური პირები რეგულარულად უკავშირდებიან შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების სტატუსთან დაკავშირებით.

ამასთან, სალივანი არ საუბრობს, აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს რაიმე „წითელი ხაზები“ უკრაინაში ინტერვენციისთვის, თუმცა ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ნათლად განუცხადა რუსეთს, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვება მასობრივი განადგურების ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები