ანა ნაცვლიშვილი – “ქართულ ოცნებაზე”: მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან, ყველგან ელანდებათ რევოლუცია

არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე ევროინტეგრაცია, კითხვები უნდა ისმოდეს ამ მიმართულებით და პასუხებს უნდა ვიღებდეთ – რა სტრატეგია აქვს სახელმწიფო უწყებებს, როგორც ამზადებენ პასუხებს, სად არის აქ პარლამენტის როლი, მთავრობის როლი, ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვუსმინოთ კობახიძის ჰალუცინაციებს, – ასე პასუხობს “ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი მმართველი გუნდის განცხადებებს ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებასა და სახელმწიფო გადატრიალების გეგმების დასახვაზე.

მისი თქმით, “ოცნება” ახლა მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.

“ის ფაქტი, რომ ეს თემა მედია დღის წესრიგში ჩაჯდა, ნიშნავს იმას, რომ მიზანს მიაღწია ირაკლი კობახიძემ. არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე ევროინტეგრაცია, კითხვები უნდა ისმოდეს ამ მიმართულებით და პასუხებს უნდა ვიღებდეთ რა სტრატეგია აქვს სახელმწიფო უწყებებს, როგორც ამზადებენ პასუხებს, სად არის აქ პარლამენტის როლი, მთავრობის როლი, ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვუსმინოთ კობახიძის ჰალუცინაციებს. არ ვაპირებ, ამ საკითხზე გავაკეთო სერიოზული კომენტარი, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში არიან, როცა ყველგან ელანდებათ რევოლუცია, ეჩვენებათ, რომ ვატრიალებთ და ვაყირავებთ,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები