მამუკა მდინარაძე: ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ
“ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, ასევე, სამძიმარი იმ უამრავი დაღუპული ჯარისკაცისა და უდანაშაულო ადამიანების გამო, იმ უბედურების გამო, რაც დღეს უკრაინაში ხდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძე ფიქრობს, რომ ქართული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი პოზიტიური ჟესტი იქნება.
„ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, ასევე, სამძიმარი იმ უამრავი დაღუპული ჯარისკაცისა და უდანაშაულო ადამიანების გამო, იმ უბედურების გამო, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ჩვენთვის ეს იქნება, იმ ბევრ მხარდაჭერის აქტთან ერთად, რაც საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმებზე მოვახდინეთ უკრაინის მისამართით, დამატებით კიდევ ერთი პოზიტიური ჟესტი ჩვენი მეგობრების მიმართ“, – დასძინა მდინარაძემ.