ოთარ შამუგია: „10 წლის წინ, ჩვენ არცერთი ონლაინ მონიტორინგის სადგური არ გვქონდა, დღეს უკვე 10 ასეთი სადგური მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით და წელს კიდევ 9 სადგური დაემატება

„2015 წლის შემდგომ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჰაერის ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებისთვის, – ამის შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

“ჩამოყალიბდა ევროპულ დირექტივებთან შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. განვითარდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი;  10 წლის წინ ჩვენ არცერთი ონლაინ მონიტორინგის სადგური არ გვქონდა, დღეს უკვე 10 ასეთი სადგური მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით და წელს კიდევ 9 სადგური დაემატება.  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საჯარო გავხადეთ ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემები და მისი ნახვა ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში სპეციალურ პორტალზე შეუძლია.
ჩვენი მიზანია, 2024 წლისთვის გვქონდეს სრულად ევროპული სტანდარტების მონიტორინგის სისტემები“,- განაცხადა შამუგიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები