სალომე სამადაშვილი: წინაპირობების წაყენება უკრაინაში ვიზიტისთვის არ მიმაჩნია სწორად

“წინაპირობების წაყენება უკრაინაში უკრაინული მხრიდან მიწვევის საფუძველზე განხორციელებულ ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად, მე, პირადად, არ მიმაჩნია სწორი, ვინც უნდა აკეთებდეს ამას, იქნება ეს ხელისუფლებავთუ ოპოზიცია”, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტიას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი დღის წესრიგი.

“ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, თუ ის საჭიროდ მიიჩნევს და როგორც მესმის, საჭიროდ მიიჩნია, რომ ეს იყოს მრავალპარტიული დელეგაცია, ვითვალისწინებთ რა იმას, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება უკრაინული მხრიდან შესაბამისი მოწვევის საფუძველზე, ცხადია, რომ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ.

რაც შეეხება სხვა პარტიების პოზიციას – ცხადია, ყველა პარტიას აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი დღის წესრიგი. მე შემიძლია, გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია – წინაპირობების წაყენება და პირობების დათქმა უკრაინაში, უკრაინული მხრიდან მიწვევის საფუძველზე განხორციელებულ ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად, მე, პირადად, არ მიმაჩნია სწორი, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას, იქნება ეს ხელისუფლება, თუ ოპოზიცია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის დროს დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები