ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“, რომელიც არის ომის პარტია, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“ და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი

“გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა იყო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დელეგაცია იდეალურად დალაგდა.

“გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა იყო. ჩვენი შეთავაზება იყო, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი ყოფილიყო. ამის შემდეგ, გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი. პრინციპში, დელეგაცია იდეალურად დალაგდა. იდეალურია, როდესაც ეს ვიზიტი მრავალპარტიულია და, ამავე დროს, ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურია. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის ომის პარტია, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“ და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები