პურის ფასი შესაძლოა, 1.50 ლარამდე გაიზარდოს

პურის ფასი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარაუდობს, მაისიდან პურის ფასი 1.50 ლარამდე გაიზრდება.

“თონის პურზე ნამდვილად გაიზარდა ფასი, 10-20 თეთრით, რაც შეეხება საქარხნო პურს სტაბილურად გამოდის. ჯერჯერობით, ფქვილისა და ხორბლის 2-თვიანი მარაგები არსებობს, ოღონდ ფასებია მაღალი. შევხედოთ, რა იქნება მაისიდან, მე ვვარაუდობ 15-20 თეთრით გაზრდას”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები